ტერფის მიკოზი (Tinea pedis)
რა არის ტერფის მიკოზი?
ტერფის მიკოზი-ეს არის ტერფის სოკოვანი ინფექცია.
რა იწვევს დაავადებას?
ტერფის მიკოზის გამომწვევია Trichophyton rubrum, ასევე T.mentagrophytes var.interdigitale. ხელშემწყობი ფაქტორებია: ცუდი ჰიგიენური პირობები, ცხელი კლიმატი, დახურული ფეხსაცმლის ტარება, ენდოკრინული დარღვევები და სხვა.
როგორ გამოვლინდება დაავადება?
• განარჩევენ ტერფის მიკოზის 4 ფორმას: ქრონიკული ჰიპერკერატოზული, ქრონიკული ინტერტრიგინოზული, მწვავე წყლულოვანი და ბუშტუკოვანი.
• დაავადება შესაძლოა გამოვლინდეს ტერფების კანის გასქელებით და ღრმა ნახეთქებით, ასევე თითებს შორის არეების მაცერაციით და აქერცვლით.
• პირველად ზიანდება მესამე- მეოთხე თითებს შორის არეები.
• წყლულოვანი ფორმის დროს გამოხატულია კანის მაცერაცია და ხშირია მეორადი ინფიცირება.
არის თუ არა გადამდები დაავადება?
ტერფის მიკოზი გადამდები დაავადებაა.
განკურნებადია თუ არა დაავადება?
დაავადება განკურნებადია.
როგორია მკურნალობის მეთოდები?
• სიმშრალის შენარჩუნება.
• ტოპიკური და ორალური ანტიმიკოზური პრეპარატები.
• დეზინფექციის პირობების დაცვა.
• კომბინირებული თერაპია მეორადი ინფიცირების დროს.