ონიქომიკოზი (Onychomycosis)

რა არის ონიქომიკოზი?

ონიქომიკოზი-ეს არის ფრჩხილის ფირფიტისა და ფრჩხილის საწოლის სოკოვანი ინფექცია.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადების გამომწვევს წარმოადგენს უმეტესად სოკო Trichophyton rubrum. ასევე იშვიათად კანდიდას გვარის სოკოები. დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია: ტერფის სოკოვანი დაავადება, ფრჩხილის დისტროფია, ოჯახის წევრთა შორის ონიქომიკოზისა და ტერფის მიკოზის არსებობა.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• ონიქომიკოზის დროს ფრჩხილი გასქელებულია, გამოხატულია ფრჩხილქვეშა ჰიპერკერატოზი, ფრჩხილი მოშორებულია საწოლს (ონიქოლიზისი).
• ფრჩხილს აქვს მოყვითალო შეფერილობა.
• არ ახასიათებს ტკივილი ( გარდა იმ შემთხვევისა, როცა თანდართულია მეორადი ინფექცია).

არის თუ არა გადამდები დაავადება?

ონიქომიკოზი გადამდები დაავადებაა.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადება განკურნებადია.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

    • ადგილობრივი სოკოს საწინააღნდეგო საშუალებები.
    • ფრჩხილების დამუშავება მექანიკურად.
    • ზოგადი ანტიმიკოზური თერაპია.


ონიქომიკოზი ფრჩხილის სოკო ონიქომიკოზი