საზარდულის მიკოზი (Tinea cruris)
რა არის საზარდულის მიკოზი?
საზარდულის მიკოზი - ეს არის საზარდულის მიდამოს სოკოვანი ინფექცია.
რა იწვევს დაავადებას?
საზარდულის მიკოზის ხშირი გამომწვევია T. rubrum და T. mentagrophytes. დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია ცხელი კლიმატი, სიმსუქნე, ენდოკრინული დარღვევები, არასაკმარისი ჰიგიენა.
როგორ გამოვლინდება დაავადება?
დაავადება გამოვლინდება ქავანა, მკვეთრი საზღვრების მქონე, ჰიპერემიული კერის სახით, რომელიც ვრცელდება ბარძაყების შიგნითა ზედაპირზე. დაზიანება ხშირად ორმხრივია.
არის თუ არა გადამდები დაავადება?
საზარდულის მიკოზი გადამდები დაავადებაა.
განკურნებადია თუ არა დაავადება?
დაავადება განკურნებადია.
როგორია მკურნალობის მეთოდები?
• ტოპიკური და ორალური ანტიმიკოზური თერაპია.