კანდიდოზი (candidiasis)
რა არის კანდიდოზი?
კანდიდოზი - ეს არის კანდიდას გვარის სოკოებით გამოწვეული კანის ინფექცია.
რა იწვევს დაავადებას?
ძირითადად ინფექციის გამომწვევს წარმოადგენს Candida albicans. სხვა გამომწვევებია: C.tropicans, C.crusei, C.glabrata. დაავადების ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება: გარემოს მაღალი ტემპერატურა, მჭიდრო ტანსაცმლის ტარება, ცუდი ჰიგიენა, ბავშვებში საფენის გამოყენება, ანტიბიოტიკოთერაპია, ენდოკრინული დარღვევები და სხვა.
როგორ გამოვლინდება დაავადება?
• კანდიდოზის დროს ზიანდება ნაოჭების არეები, იღლიები, საზარდული, თითების გვერდითა ზედაპირები, ასევე ფრჩხილები და მათი მორგვები. ხშირად ზიანდება პირის ღრუსა და გენიტალიუმის ლორწოვანი გარსები.
• ნაოჭების კანდიდოზი გამოვლინდება ქავანა, მკვეთრი საზღვრების მქონე, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ერითემატოზული ბალთების სახით, რომელთა ირგვლივ ვითარდება ”სატელიტი” პაპულები და პუსტულები.
• გენიტალიუმის კანდიდოზს ახასიათებს ქავილი და თეთრი ფერის გამონადენი.
• პირის ღრუს კანდიდოზს - თეთრი ფერის ნადები, რომლის მოფხეკა იწვევს სისხლდენას.
• კანდიდოზური ონიქია და პარონიქია ხასიათდება ფრჩხილის მორგვების მტკივნეული შეშუპებით, ფრჩხილების მოყვითალო და მოთეთრო შეფერილობით.
არის თუ არა გადამდები დაავადება?
კანდიდოზი გადამდები დაავადებაა.
განკურნებადია თუ არა დაავადება?
დაავადება განკურნებადია.
როგორია მკურნალობის მეთოდები?
• საჭიროა სიმშრალის შენარჩუნება მაქსიმალურად.
• ადგილობრივი და ზოგადი სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობა.