სადა კანის მიკოზი (Tinea corporis)
რა არის სადა კანის მიკოზი?
სადა კანის მიკოზი - ეს არის სხეულის, სახის და კიდურების სოკოვანი დაავადება.
რა იწვევს დაავადებას?
სხეულის მიკოზის გამომწვევია სოკო - პარაზიტი. დაავადების ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება ცხელი კლიმატი, არასაკმარისი ჰიგიენური პირობები, სიმსუქნე, ენდოკრინული დარღვევები და სხვა.
როგორ გამოვლინდება დაავადება?
განარჩევენ ორ კლინიკურ ფორმას:
• კლასიკური - მომრგვალო ფორმის, ზედაპირულად აქერცვლადი კერა,რომელსაც აქვს კანის ზედაპირიდან წამოწეული საზღვრები და მოყავისფრო ან ჰიპოპიგმენტური ცენტრი.გამონაყარს შესაძლოა ჰქონდეს მსუბუქი ქავილი ან იყოს ასიმპტომური.
• ღრმა ანთებითი დაზიანება, რომელიც ძირითადად წარმოადგენს ზოონოზურ დაავადებას, მაგ. Trichophyton verrucosum-ით გამოწვეული ინფექცია, რომელიც ადამიანს გადაეცემა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისაგან. კლინიკურად ახასიათებს კანის დონიდან მთლიანად წამოწეული, ჩირქოვანი ზედაპირის მქონე, ჰიპერემიული კერის არსებობა. ხშირია თანდართული მეორადი ინფექცია. ღრმა პროცესი ხშირად მთავრდება დანაწიბურებით.
არის თუ არა გადამდები დაავადება?
სადა კანის მიკოზი გადამდები დაავადებაა.
განკურნებადია თუ არა დაავადება?
დაავადება განკურნებადია.
როგორია მკურნალობის მეთოდები?
• ზედაპირული კერის არსებობის დროს საკმარისია ადგილობარივი ანტიმიკოზური თერაპია.
• ღრმა კერის შემთხვევაში კი- ორალური ანტიმიკოზური და ანტიბიოტიკებით მკურნალობა.