თავის თმიანი არის მიკოზი (Tinea Capitis)
რა არის თავის თმიანი არის მიკოზი?
თავის თმიანი არის მიკოზი - ეს არის კანის რქოვანა შრისა და თმის ფოლიკულების ინვაზია სოკოს ჰიფებით.
რა იწვევს დაავადებას?
თავის თმიანი არის მიკოზის ძირითადი გამომწვევია სოკო Trichophyton tonsurans და Microsporum canis. დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია: არაჰიგიენური პირობები, მჭიდრო კონტაქტი დაავადებულ პირთან ან ცხოველთან.
როგორ გამოვლინდება დაავადება?
• თავის თმიანი მიდამოს ტრიქოფიტიას აქვს ოთხი კლინიკური ფორმა: სებორეული დერმატიტის ტიპი, ანთებითი ტიპი (ქერიონი), “შავწერტილოვანი “ ტიპი და პუსტულარული ტიპი.
• კლინიკური სურათის გამოვლინებანი ვარიაბელურია. დაავადება შესაძლოა გამოვლინდეს მოთეთრო ფერის ქერცლებით თავის თმიან არეში, ასევე მკვეთრი ჰიპერემიითა და ანთების ნიშნებით, ჩირქოვანი პუსტულებით, დაზიანების კერაში ალოპეციით.
• ხშირია კერების მეორადი ინფიცირება.
• დაავადებას ხშირად თან ახლავს ცხელება, ლიმფადენოპათია და ლეიკოციტოზი.
არის თუ არა გადამდები დაავადება?
თავის თმიანი არის მიკოზი გადამდები დაავადებაა.
განკურნებადია თუ არა დაავადება?
დაავადება განკურნებადია.
როგორია მკურნალობის მეთოდები?
• აუცილებელია დაზიანებული თმის ეპილაცია.
• ადგილობრივი ანტიმიკოზური საშუალებები.
• სისტემური ანტიმიკოზური საშუალებები.
• მეორადი ინფიცირებისას ორალური ანტიბიოტიკები.