სებორეული კერატოზი (Seborrheic keratosis)

რა არის სებორეული კერატოზი?

სებორეული კერატოზი - ეს არის კანის ხშირი, კეთილთვისებიანი, ეპიდერმალური დაზიანება, რომელსაც ახასიათებს კლინიკური ნიშნების ვარიაბელობა.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადების ეტიოლოგია ცნობილი არ არის.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• დაავადება გამოვლინდება სხვადასხვა ზომის ბრტყელი ან კანის ზედაპირიდან წამოწეული წარმონაქმნების სახით, რომელთაც აქვთ სწორი, ხავერდოვანი ან მეჭეჭისებური ზედაპირი.
• გამონაყარის შეფერილობა ვარიაბელურია: თეთრი, ვარდისფერი, ყავისფერი ან შავი.ფერების ვარიაბელობა შესაძლებელია ერთი ელემენტის ფარგლებშიც.
• გამონაყარის ლოკალიზაცია ნებისმიერია, გარდა ტუჩებისა და ხელისა და ფეხის გულებისა.
• სებორეული კერატოზი ასიმპტომურია, თუმცა ტრავმირების შედეგად შესაძლოა გახდეს სისხლმდენი და მტკივნეული, გამოიხატოს ანთების ნიშნები: შეშუპება, ერითემა და ჰემორაგია,ასევე გამონაყარი იშვიათად განიცდის მალიგნიზაციას.

გადამდებია თუ არა დაავადება?

სებორეული კერატოზი არ არის გადამდები დაავადება.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადება განკურნებადია.

როგორ ხდება დაავაადების მკურნალობა?

    • გამონაყარის ტრავმატიზაციის თავიდან აცილება.
    • კრიოთერაპია.
    • ელექტროკოაგულაცია.
    • აუცილებლობის შემთხვევაში ქირურგიული მანიპულაცია ლოკალური ანესთეზიით.


სებორეული კერატოზი სებორეული კერატოზი