ნაწიბურები (Scars)

რა არის ნაწიბური?

ნაწიბური - ეს არის კანის მომკვრივო კონსისტენციის წარმონაქმნი, რომელიც ჩნდება ტრავმის, კანის დაზიანების ან ქირურგიული ჩარევის შედეგად.

რა იწვევს დაავადებას?

ნაწიბურები ჩნდება კანის ტრავმატიზაციის ადგილას კოლაგენის ბოჭკოების ჩალაგებისა და ფიბრობლასტების რაოდენობის შემცირების გამო.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

განასხვავებენ ნაწიბურების ორ ფორმას:

    • ჰიპერტროფიული ნაწიბური-რომელსაც აქვს კანის ფერი და სტრუქტურაც კანის შესაბამისია. ნაწიბურის ზედაპირი არის ბრტყელი და პრიალა. ხშირად ახასიათებს ქავილისა და დაჭიმულობის შეგრძნება.

    • კელოიდი- რომელსაც აქვს შედარებით დიდი ზომა, მკვეთრად წამოწეულია კანის ზედაპირიდან, შესაძლოა იყოს ხაზოვანი ან ნოდულარული, აქვს წითელი ან იისფერი შეფერილობა.

გადამდებია თუ არა დაავადება?

დაავადება გადამდები არ არის.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადება განკურნებადია.

როგორ ხდება დაავაადების მკურნალობა?

    • ელემენტის შიდა სტეროიდის ინექცია.
    • რადიაციული თერაპია ლაზერით.
    • აუცილებლობის შემთხვევაში პლასტიკური ქირურგიული კორექცია.


ნაწიბურები ნაწიბური ნაწიბურის მკურნალობა