კერატოაკანტომა (Keratoacanthoma)

რა არის კერატოაკანტომა?

კერატოაკანტომა - ეს არის კანის მზარდი, კრატერის ფორმის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადების ეტიოლოგია ცნობილი არ არის. სხვადასხვა თეორიის მიხედვით, დაავადების განვითარებაში დიდ როლს თამაშობს მზის ჭარბი ინსოლაცია და პაპილომა ვირუსი.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• დაავადება გამოვლინდება სოლიტარული, მოწითალო ელფერის კრატერისმაგვარი ელემენტის სახით, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოხატულია კერატინული საცობი.
• გამონაყარის ელემენტები პალპაციით მკვრივია და იზდრება პერიფერიულად.
• გამონაყარის დამახასიათებელი ლოკალიზაციაა: სახე, კისრის არე, მტევნების დორზალური ზედაპირები.
• დაავადების მიმდინარეობაში გამოყოფენ 3 ფაზას: პროლიფერაციული (გამონაყარი ზომაში იზრდება სწრაფად), სტაციონარული (ზომაში ზრდა ჩერდება, გამოიხატება ცენტრი), უკუგანვითარება (გრძელდება რამდენიმე თვე და სრულდება ზედაპირული ნაწიბურის წარმოქმნით.
• გამონაყარს არ ახლავს სუბიექტური შეგრძნებები.

გადამდებია თუ არა დაავადება?

დაავადება გადამდები არ არის.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადება განკურნებადია.

როგორ ხდება დაავაადების მკურნალობა?

    • წარმონაქმნის ტრავმატიზაციის თავიდან აცილება.
    • აუცილებლობის შემთხვევაში ქირურგიული ექსციზია.
    • ელექტროკოაგულაცია და კიურეტაჟი.


კერატოაკანტომა კერატოაკანტომა