ეპიდერმალური ცისტა (Epidermal cyst)

რა არის ეპიდერმალური ცისტა?

ეპიდერმალური ცისტა - ეს არის კერატინით სავსე, კანქვეშა, დიდი ზომის კვანძი.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადების ეტიოლოგია უცნობია.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• დაავადება იწყება სპონტანურად.
• ხშირია პუბერტატულ ასაკში.
• დამახასიათებელი ლოკალიზაციაა სახე, თავის თმიანი არე და ზურგი.
• გამონაყარი წარმოდგენილია მკვირად შემოსაზღვრული, მოყვითალო ელფერის ინტრადემული, კანქვეშა მკვრივი კვანძის სახით.
• ცისტის შუა ნაწილში ხშირად ფორმირდება ფოლიკული.
• ანთებითი ცისტა შეხებით ცხელია და პალპაციით მტკივნეული.
• ანთების შემთხვევაში წააგავს ფურუნკულს.
• ცისტის ღრუ ამოვსებულია სტერილური კერატინის გროვით.
• ხშირია ცისტის სპონტანური გასკდომა და ნაწიბურის წარმოქმნა.

გადამდებია თუ არა დაავადება?

დაავადება გადამდები არ არის.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადება განკურნებადია.

როგორ ხდება დაავაადების მკურნალობა?

    • ასიმპტომური ეპიდერმალური ცისტა მკურნალობას არ საჭიროებს.
    • სიმპტომური ანთებითი ცისტის შემთხვევაში საჭიროა ქირურგიული ექსციზია და დრენირება ადგილობრივი ანესთეზიით.
    • არასრული დრენირების შემთხვევაში მოსალოდნელია ცისტის კვლავ ჩამოყალიბება.


ეპიდერმალური ცისტა ცისტას მკურნალობა ეპიდერმალური ცისტას მკურნალობა