ჰიდრადენიტი (Hydradenitis)
რა არის ჰიდრადენიტი?
ჰიდრადენიტი - ეს არის აპოკრინული საოფლე ჯირკვლების ქრონიკული ანთება.
რა იწვევს ჰიდრადენიტს?
დაავადების გამომწვევს წარმოადგენს და იშვიათად Proteus (დაავადების ქრონიკული ფორმების დროს). ჰიდრადენიტის დროს ხდება აპოკრინული ჯირკვლების სადინრების ბლოკირება, რასაც თან ერთვის იფექციური აგენტის გააქტიურება.
როგორ გამოვლინდება დაავადება?
• ჰიდრადენიტისათვის დამახასიათებელი ლოკალიზაციაა: იღლიები, საზარდულის არე, ანუსის ირგვლივი მიდამო.
• დამახასიათებელია ტკივილი და ფლუქტუაცია, სიმხურვალის შეგრძნება. ხშირია ცხელება.
• ჰიდრადენიტს ახასიათებს მოვარდისფრო- წითელი ფერის ანთებითი კვანძი, რომლის ირგვლივ შესაძლოა განვითარდეს ფოლიკულური პაპულები, პუსტულები და ეპიდერმალური ცისტები.
არის თუ არა ჰიდრადენიტი გადამდები?
ჰიდრადენიტი გადამდები არ არის.
განკურნებადია თუ არა ჰიდრადენიტი ?
დაავადება ხშირ შემთხვევაში განკურნებადია, თუმცა შესაძლოა პერიოდული გამწვავებები.
როგორია მკურნალობის მეთოდები?
• ადგილობრივი და სისტემური მოქმედების ანტიბიოტიკები.
• კერის ქირურგიული ინციზია მძიმე შემთხვევებში.