კანის აბსცესი (Abscess).
რა არის კანის აბსცესი?
კანის აბსცესი - ეს არის კანში ლოკალიზებული ჩირქგროვა.
რა იწვევს კანის აბსცესს?
კანის აბსცესის ხშირი გამომწვევია Staphylococcus aureus და Streptococcus pyogenes. დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია იმუნოსუპრესია და კანის მექანიკური ბარიერის დარღვევა.
როგორ გამოვლინდება დაავადება?
• ახასიათებს კერაში მტკივნეულობა, დაჭიმულობა, ინდურაცია, ცხელება, ლიმფადენოპათია.
• აბსცესს აქვს სხვადასხვა ზომა.
• პალპაციით კერაში აღინიშნება ფლუქტუაცია.
• ხშირია ჩირქის სპონტანური დრენირება.
არის თუ არა გადამდები?
კანის აბსცესი არ არის გადამდები დაავადება.
განკურნებადია თუ არა კანის აბსცესი?
დაავადება განკურნებადია.
როგორია მკურნალობის მეთოდები?
• კერის დრენაჟი და ინსპექცია.
• სისტემური ანტიბიოტიკოთერაპია.