ფოლიკულიტი (Folliculitis).
რა არის ფოლიკულიტი?
ფოლიკულიტი - ეს არის თმის ფოლიკულის ანთება.
რა იწვევს კანის ფოლიკულიტს?
ფოლიკულიტის ხშირი გამომწვევია Staphylococcus aureus და იშვიათად Pseudomonas aeruginosa. ხელშემწყობი ფაქტორებია ტრავმა, უხეში ტანსაცმლის ტარება და თმის გაპარსვა.
როგორ გამოვლინდება დაავადება?
• ფოლიკულიტს ახასიათებს ლოკალიზება თავის თმიან არეში, კიდურებზე, იღლიებში, კისერზე.
• ზედაპირული ანთებითი კვანძები და პუსტულები.
• ახასიათებს მსუბუქი ინტენსივობის ტკივილი, ქავილი და გაღიზიანების ნიშნები.
• არ ახასიათებს სისტემური სიმპტომები.
• დაზიანებული თმა ადვილად შორდება ფოლიკულს.
არის თუ არა გადამდები?
ფოლიკულიტი არ არის გადამდები დაავადება.
განკურნებადია თუ არა ფოლიკულიტი?
ხშირ შემთხვევაში დაავადება განკურნებადია, თუმცა შესაძლოა პერიოდული გამწვავებები.
როგორია მკურნალობის მეთოდები?
• დაავადების ხელშემწყობი ფაქტორების თავიდან აცილება.
• ადგილობრივი ანტიბაქტერიული თერაპია.
• საჭიროების შემთხვევაში სისტემური ანტიბიოტიკები.
სასარგებლო რჩევები:
• თმის გაპარსვა უნდა მოხდეს თმის ზრდის მიმართულებით.
• საჭიროა დაზიანებული თმის ეპილაცია.