ცელულიტი (Cellulitis)
რა არის ცელულიტი?
ცელულიტი - ეს არის კანისა და კანქვეშა ქსოვილის მწვავე ბაქტერიული ინფექცია.
რა იწვევს ცელულიტს?
ცელულიტის გამომწვევს უმეტესწილად წარმოადგეს სტრეპტოკოები და სტაფილოკოკები (Streptococcus pyogenes და ). დაავადების ხელშემწყობ ფაქტორებს წარმოადგენს კანის ტრავმა, წყლული, მწერის ნაკბენი, ქრონიკული ვენური უკმარისობა.
როგორ გამოვლინდება დაავადება?
• ცელულიტს ახასიათებს სხეულის მაღალი ტემპერატურა, ტკივილი, შეშუპება, ლიმფური კვანძების გადიდება.
• კანზე გამოხატულია გავრცელებადი ერითემა, დამახასიათებელია ”ფორთოხლის კანი”, პეტექიები.
• დაზიანება უფრო ხშირია კიდურების არეში, აქვს ცალმხრივი ხასიათი.
არის თუ არა ცელულიტი გადამდები?
ცელულიტი არ არის გადამდები დაავადება.
განკურნებადია თუ არა ცელულიტი?
ხშირ შემთხვევაში დაავადება განკურნებადია, თუმცა შესაძლოა პერიოდული გამწვავებები.
როგორია მკურნალობის მეთოდები?
• საჭიროა ანტიბიოტიკოთერაპია (უმჯობესია ბაქტერიული ფლორის გათვალისწინებით).
• მკურნალობა ანტიკოაგულანტებით.
სასარგებლო რჩევები:
საჭიროა დროული მკურნალობა, რეციდივების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა მოსვენებითი რეჟიმი იმობილიზაციით და მწვავე შემთხვევაში გრილი სითხის საფენები.