ლიმფადენიტი ( Lymphadenitis)

რა არის ლიმფადენიტი ?

ლიმფადენიტი - ეს არის ერთი ან რამდენიმე ლიმფური ჯირკვლის მწვავე ინფექციური ანთება.

რა იწვევს ლიმფადენიტს?

ლიმფადენიტი არის მრავალი ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი და პროტოზოული ინფექციის გამოვლინება. პირველად ლიმფადენიტს ხშირად იწვევს სტრეპტოკოკული ინფექცია. გავრცელებული ლიმფადენიტი ახასიათებს ინფექციურ მონონუკლეოზს, ბრუცელოზს, მეორეული ხანის სიფილისს, ტოქსოპლაზმოზს და სხვა.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• ლიმფადენიტი გამოვლინდება ლიმფური ჯირკვლების გადიდებით, მტკივნეულობით და დაჭიმულობით.
• ხშირად თან ახლავს ცხელება.
• ზოგჯერ ხდება ჯირკვლის აბსცედირება და თვითნებური გახსნა კანის ზედაპირზე.

არის თუ არა ლიმფადენიტი გადამდები?

ლიმფადენიტი გადამდები არ არის.

განკურნებადია თუ არა ლიმფადენიტი ?

დაავადება განკურნებადია.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

    • ძირითადი გამომწვევი მიზეზის მკურნალობა.
    • მიზეზის შესბამისად ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო ან ანტიპროტოზოული მკურნალობა.


ლიმფადენიტი ლიმფადენიტი