T-ლიმფომა (T- lymphoma)

რა არის T- ლიმფომა?

T-ლიმფომა – ეს არის კანის T ჰელპერული უჯრედების სიმსივნე.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადების გამომწვევი მიზეზი ცნობილი არ არის.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• დაავადების კლინიკური გამოვლინება სხვადასხვაგვარია, დაავადების სტადიებზე დამოკიდებულებით.
• განასხვავებენ დაავადების რამდენიმე საფეხურს: ფუნგოიდური მიკოზი, ლაქოვანი, ბალთოვანი და სიმსივნური სტადია.
• კანის გარდა დაავადების დროს ზიანდება ლიმფური ჯირკვლები, პერიფერიული სისხლი და შინაგანი ორგანოები.
• ადრეულ სტადიაზე გამონაყარი წარმოდგენილია ვარდისფერი ან წითელი ლაქების სახით, რომელიც წააგავს ეგზემას ან ფსორიაზს, თუმცა არ ემორჩილება სტეროიდებით მკურნალობას.
• ბალთოვან სტადიაში ელემენტები წამოწეულია კანის ზედაპირიდან და ახასიათებს ინტენსიური აქერცვლა. გამონაყარი ძირითადად ლოკალიზებულია დუნდულებისა და ბარძაყების არეში.
• სიმსივნურ სტადიაში გამონაყარი მკვეთრად ინფილტრირებულია, წამოწეულია კანის ზედაპირიდან, შესაძლოა გამონაყარმა განიცადოს დაწყლულება.
• სეზარის სინდრომი წარმოადგენს ყველაზე მძიმე ფორმას, როცა ადგილი აქვს ერითროდერმიის ჩამოყალიბებას, რეგიონული ლიმფური ჯირკვლების გადიდებით და შეუპოვარი ქავილით.
• შინაგანი ორგანოების დაზიანება ყველაზე ხსირად გამოვლინდება ჰეპატოსპლენომეგალიით.

გადამდებია თუ არა დაავადება?

დაავადება გადამდები არ არის.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადებას აქვს ქრონიკული ხასიათი, არანამკურნალებ შემთხვევაში პროგნოზი მძიმეა.

როგორ ხდება დაავაადების მკურნალობა?

    • მკურნალობის სტრატეგია განისაზღვრება დაავადების სტადიის მიხედვით.
    • ტოპიკური სტეროიდები და ტოპიკური ქიმიოთერაპია.
    • სხივური თერაპია.
    • რადიაციული თერაპია.


ლიმფომა ტ- ლიმფომა t - ლიმფომა