ბოუენის დაავადება (Bowen’s disease)
რა არის ბოუენის დაავადება?
ბოუენის დაავადება – ეს არის კერატინოციტებისგან წარმოქმნილი სიმსივნე, რომელიც აზიანებს კანს და ლორწოვან გარსებს. იგი წამოადგენს ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის ზედაპირულ ვარიანტს.
რა იწვევს დაავადებას?
დაავადების გამომწვევი მიზეზი ზუსტად ცნობილი არ არის, სავარაუდო გამომწვევებს მიეკუთვნებიან: ადამიანის პაპილომა ვირუსი, ულტრაიისფერი გამოსხივება, რადიაცია, ქიმიური ნაერთების მოქმედება და სხვა.
როგორ გამოვლინდება დაავადება?
• დაავადება გამოვლინდება სოლიტარული, მოვარდისფრო ან მოწითალო ელფერის ლაქების ან ბალთების სახით.
• კერების ზედაპირი დაფარულია მშრალი ქერცლით.
• კლინიკურად წააგავს ფსორიაზს ან ეგზემას.
• გამონაყარის პერიფერია კანის ზედაპირიდან წამოწეულია.
• ხშირად გამოხატულია ანთების ნიშნები.
• დაავადება არანამკურნალევ შემთხვევაში გადაიზრდება ინვაზიურ კარცინომაში.
გადამდებია თუ არა დაავადება?
დაავადება გადამდები არ არის.
განკურნებადია თუ არა დაავადება?
დროული ჩარევის შემთხვევაში დაავადება სრულიად განკურნებადია.
როგორ ხდება დაავაადების მკურნალობა?
• ქიმიოთერაპია.
• კრიოთერაპია.
• კიურეტაჟი.
• ქირურგიული ექსციზია.