კაპოშის სარკომა (Kaposi’s sarcoma)

რა არის კაპოშის სარკომა?

კაპოშის სარკომა – ეს არის სისხლძარღვების ენდოთელური უჯრედებიდან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნე.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადების გამომწვევია ადამიანის ჰერპესვირუსი, ტიპი 8. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს იმუნოსუპრესია სხვადასხვა ფაქტორების გავლენით და ენდემურ კერაში ცხოვრება.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• დაავადება გამოვლინდება ოთხი ფორმით: კლასიკური, ენდემური, იმუნოსუპრესიასთან ასოცირებული და ეპიდემიური.
• კლასიკური კაპოშის სარკომა იწყება ქვემო კიდურების არეში ლაქების სახით, რომელთა ფერი მოგვიანებით ხდება უფრო მუქი, ხოლო კერები პალპაციით მკვრივი კონსისტენციის. ზედაპირი შესაძლოა იყოს დაწყლულებული ან მეჭეჭისებური.
• ენდემური ფორმა გავრცელებულია აფრიკაში და ხშირია ბავშვებში, ახასიათებს პროცესში ლიმფური კვანძების ჩართვაც.
• იმუნოსუპრესიასთან ასოცირებული კაპოშის სარკომა კლინიკურად კლასიკური ფორმის მსგავსია.
• ეპიდემიური ფორმის დროს ზიანდება ცხვირი, ყურები, ქუთუთოები და პირის ღრუს ლორწოვანი.
• კანის გარდა დავადების დროს ხშირად ზიანდება ლიმფური კვანძები, საჭმლის მომნელებელი სისტემა და ფილტვები.
• შესაძლოა გამოხატული იყოს ცხელება, ღამის ოფლიანობა და წონაში კლება.

გადამდებია თუ არა დაავადება?

დაავადების ენდემური და ეპიდემიური ფორმა გადამდებია, ხოლო კლასიკური ფორმა არ არის გადამდები.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადებას აქვს ქრონიკული ხასიათი.

როგორ ხდება დაავაადების მკურნალობა?

    • ერთეული გამონაყარის შემთხვევაში ქირურგიული ამოკვეთა.
    • გავრცელებული ფორმების დროს რადიაციული და ქიმიოთერაპია.
    • ზედაპირული ფორმის დროს კრიოთერაპია.


კაპოშის სარკომა კაპოშის სარკომა kaposhis sarkoma