ჯიბერის ვარდისფერი პიტირიაზი Pityriasis Rosea Gibert
რა არის ვარდისფერი პიტირიაზი?
ჯიბერის ვარდისფერი პიტირიაზი - ეს არის ხშირი, ასიმპტომური, პაპულოსქვამოზური დაავადება.
რა იწვევს დაავადებას?
დაავადების ეტიოლოგიური ფაქტორი უცნობია, იგი წარმოადგენს ინფექციურ- ალერგიული ბუნების დაავადებას. პათოგენეზში დიდ როლს ასრულებს ზემო სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებები.
როგორ გამოვლინდება დაავადება?
• დაავადების გამოვლინებას ხშირად უსწრებს პროდრომალური პერიოდი, გამოხატული ზემო სასუნთქი გზების ინფექციებით.
• პირველი გამონაყარი -”ჰერალდის ლაქა” ჩნდება უცებ და არის ასიმპტომური, ხშირად ჩნდება ზურგსა და გულმკერდზე.
• ლაქას აქვს ოვალური ან მომრგვალო ფორმა, ზედაპირზე მცირედი აქერცვლით.
• 1-2 კვირის შემდეგ დედისეულ ბალთას მოჰყვება უფრო მცირე ზომის მსგავსი ელემენტების გაჩენა.
• გამონაყარი უმეტესწილად გავრცელებულია სხეულის ზემო ნახევარში.
• გამონაყარს შესაძლოა ახლდეს მცირე ინტენსივობის ქავილი.
• ბავშვებში დაავადება ხშირად მიმდინარეობს ატიპიურად- ვეზიკულური და კვანძოვანი გამონაყარის სახით.
არის თუ არა გადამდები დაავადება?
ჯიბერის ვარდისფერი პიტირიაზი არ არის გადამდები დაავადება.
განკურნებადია თუ არა დაავადება?
დაავადება განკურნებადია.
როგორია მკურნალობის მეთოდები?
• ორალური ანტიჰისტამინები.
• ტოპიკური სტეროიდები.
• მძიმე შემთხვევებში სხივური თერაპია.