ლიქენოიდური პიტირიაზი (Pityriasis lichenoides)

რა არის ლიქენოიდური პიტირიაზი?

ლიქენოიდური პიტირიაზი - ეს არის იშვიათი, ანთებითი ბუნების დაავადება უცნობი ეტიოლოგიით.
დაავადებას აქვს 2 ფორმა: მწვავე, მუჩა-ჰაბერმანის დაავადება (PLEVA) და ქრონიკული, ანუ ქრონიკული ლიქენოიდური პიტირიაზი.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადების ეტიოლოგია უცნობია. პათოგენეზში დიდ როლს ასრულებს სისხლის უჯრედების აქტივაცია. ზოგიერთი ავტორი თვლის, რომ ეს არის ინფექციურ აგენტზე ჰიპერსენსიტიური რეაქცია.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• დაავადების მწვავე ფორმა არის კეთილთვისებიანი, თვითგანკურნებადი ფორმა.
• დაავადება გამოვლინდება 2-8 მმ. დიამეტრის მქონე მოწითალო- მოყავისფრო კვანძების სახით, რომელიც დაფარულია თხელი ქერქით.
• კვანძები მალევე ხდებიან ვეზიკულური, განიცდიან დაწყლულებას და იფარებიან სისხლიანი ქერქით.
• დამახასიათებელია ანთებისშემდგომი ჰიპერპიგმენტაცია.
• ხშირი ლოკალიზაციაა სხეული, ბარძაყები, კიდურების პროქსიმალური ნაწილები, სახე, თავის თმიანი არე, ხელისა და ფეხის გულები.
• შესაძლოა ახლდეს მცირე ინტენსივობის ქავილი.
• ქრონიკული ფორმის დროს ლოკალიზაციები იგივეა, გამოვლინდება მოყავისფრო ფერის კვანძებით, რომელიც დაფარულია სქელი ქერქით.
• ქრონიკული ფორმის დროს ელემენტები არ განიცდიან დანაწიბურებას და გამონაყარი უკუგანვითარებას განიცდის რამდენიმე კვირაში.

არის თუ არა გადამდები დაავადება?

ლიქენოიდური პიტირიაზი არ არის გადამდები დაავადება.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

მუჩა-ჰაბერმანის დაავადება (PLEVA) - განკურნებადია.
ქრონიკული ლიქენოიდურ პიტირიაზს აქვს ქრონიკული ხასიათი, თუმცა მკურნალობით მიიღწევა ხანგრძლივი რემისია.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

    • ადგილობრივად ძლიერმოქმედი სტეროიდული საშუალებები.
    • კანისა და ლორწოვანი გარსების გაღიზიანების თავიდან აცილება.
    • ატროფიული მიდამოს ქირურგიული რეკონსტრუქცია.
    • მეორადი ინფიცირების პრევენცია.


ლიქენოიდური პიტირიაზი ლიქენოიდური პიტირიაზი ლიქენოიდური პიტირიაზი


ფსორიაზი და სხვა პაპულო-სქვამოზური დაავადებები