ბრტყელი ლიქენი (Lichen planus)

რა არის ბრტყელი ლიქენი?

ბრტყელი ლიქენი - ეს არის კანის იშვიათი, ანთებითი ხასიათის დაავადება.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადების ეტიოლოგიური ფაქტორი უცნობია. ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება დაავადებით დატვირთული გენეტიკა, სხვადასხვა სახის მედიკამენტები და ღვიძლის დაზიანება.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

განასხვავებენ დაავადების რამდენიმე ფორმას:
    • კვანძოვანი, რომელიც ხშირია მაჯებისა და კოჭების არეში, ასევე გავა- წელის მიდამოში. გამოვლინდება იისფერი შეფერილობის ბრტყელი კვანძების არსებობით, მბრწყინავი ზედაპირით.
    • ჰიპერტროფიული - პაპულები გაერთიანებულია ჯგუფებად, ზედაპირზე აღენიშნება სქელი ქერცლი და ჰიპერკერატოზი.
    • ფოლიკულური, დაკავშირებული თავის თმიან არეში თმის ფოლიკულებთან, რაც ხდება ნაწიბუროვანი ალოპეციის მიზეზი.
    • ლორწოვანი გარსების ბრტყელი ლიქენი, რომელიც ლოკალიზებულია პირის ღრუში ან გენიტალიუმის ლორწოვანზე, მოთეთრო ფერის ლაქოვანი ან ეროზიული გამონაყარით. ხშირია მეორადი ინფიცირება კანდიდას ჯგუფის სოკოებით.

დაავადებას ახასიათებს ძლიერი ქავილი.
დადებითია ”კებნერის ფენომენი”, ანუ მექანიკური გაღიზიანების ადგილზე ჩნდება ახალი ელემენტები.

არის თუ არა გადამდები დაავადება?

ბრტყელი ლიქენი არ არის გადამდები დაავადება.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადებას აქვს ქრონიკული ხასიათი, თუმცა მკურნალობით მიიღწევა ხანგრძლივი რემისია.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

    • სედატიური ანტიჰისტამინები.
    • გამონაყარის შიდა სტეროიდული ინექციები.
    • სისტემური სტეროიდები.
    • რეტინოიდები- იშვიათად.
    • ადგილობრივი სტეროიდული საშუალებები.


ბრტყელი ლიქენი ბრტყელი ლიქენი ბრტყელი ლიქენი


ფსორიაზი და სხვა პაპულო-სქვამოზური დაავადებები