სკლეროდერმია (მორფეა) - (Morphea)

რა არის შემოფარგლული სკლეროდერმია?

შემოფარგლული სკლეროდერმია (მორფეა) - ეს არის კანის შემაერთებელქსოვილოვანი, იდიოპათიური ბუნების დაავადება, რომელიც შესაძლოა იყოს ლოკალიზებული ან გენერალიზებული. დაავადება უფრო მეტად გავრცელებულია ქალებში.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადების ეტიოლოგია ცნობილი არ არის. ზოგიერთი თეორიის მიხედვით, დაავადების გამომწვევი ინფექციური აგენტია.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• დაზიანების ადრეულ სტადიაზე გამონაყარი გამოვლინდება ანთებითი გამონაყარის სახით, მოგვიანებით კი თავს იჩენს ჰიპერპიგმენტაცია და კანის ატროფია.
• გამონაყარის შეფერილობა თავდაპირველად მოვარდისფროა, მოგვიანებით კი- ატროფიული კერა იღებს სპილოს ძვლის ფერს.
• გამონაყარის ლოკალიზაცია ნებისმიერია.
• გამონაყარი ასიმპტომურია.
• გენერალიზებული ფორმის დროს დაზიანებულია კანის შედარებით დიდი მონაკვეთი.
• დაავადებას არ ახასიათებს სისტემური სიმპტომები.

გადამდებია თუ არა დაავადება?

დაავადება გადამდები არ არის.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადებას აქვს ქრონიკული ხასიათი, თუმცა მკურნალობის შედეგად შესაძლოა მოხდეს დაავადების კუპირება და დაზიანებული კანის აღდგენა.

როგორ ხდება დაავაადების მკურნალობა?

    • დაცვა მზის გამოსხივებისაგან.
    • ტოპიკური სტეროიდები.
    • კანის დამატენიანებელი საშუალებები.
    • გავრცელებული ფორმების დროს სისტემური სტეროიდები და ციტოსტატიკები.
    • ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპია.


სკლეროდერმია სკლეროდერმია სკლეროდერმია


შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები