წითელი მგლურა (Discoid lupus erythematosus)
რა არის დისკოიდური წითელი მგლურა?
დისკოიდური წითელი მგლურა - ეს არის კანის იდიოპათიური დაავადება, რომელსაც არ ახასიათებს სისტემური გამოვლინებები, განსხვავებით სისტემური წითელი მგლურასაგან.
რა იწვევს დაავადებას?
დაავადების ეტიოლოგია ცნობილი არ არის. ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება მზის სხივების ჭარბი ინსოლაცია და კანის ტრავმატიზაცია. გავრცელებულია მოზრდილთა ასაკში, ძირითადად ქალებში. დავადების მხოლოდ 1-5% პროგრესირებს სისტემურ ფორმაში.
როგორ გამოვლინდება დაავადება?
• კლინიკური სურათის მიხედვით, დაავადება შესაძლოა იყოს ლოკალიზებული ან გავრცელებული.
• დაავადება გამოვლინდება ერითემატოზული პაპულებით და ბალთებით, რომელთაც ახასიათებს აქერცვლა და ცენტრალური ნაწილის ატროფია.
• გამონაყარის ლოკალიზაცია ნებისმიერია, თუმცა უფრო გავრცელებულია მზისგან დაუფარავ ადგილებში: სახე, თავის თმიანი არე, ყურები.
• თავის თმიან არეში გამოხატულია ფოლიკულური საცობები, ეპიდერმალური ატროფია და აქერცვლა.
• გამონაყარის შეფერილობა მოწითალოა ან იისფერი, წამოწეულია კანის ზედაპირიდან.
• მოგვიანებით სტადიებში ვითარდება ატროფია, ტელეანგიექტაზიები და ნაწიბუროვანი ალოპეცია.
• ახასიათებს თმის ცვენა.
• დავადება ასიმპტომურია.
გადამდებია თუ არა დაავადება?
დაავადება გადამდები არ არის.
განკურნებადია თუ არა დაავადება?
დაავადებას აქვს ქრონიკული ხასიათი, თუმცა ადექვატური მკურნალობის პირობებში შესაძლებელია დაავადების პროგრესირების შეჩერება.
როგორ ხდება დაავაადების მკურნალობა?
• ტოპიკური სტეროიდები- გვერდიი მოვლენების გათვალისწინებით.
• დაცვა მზის გამოსხივებისაგან.
• მძიმე შემთხვევებში სისტემური სტეროიდები და დაფსონი.