სებორეული დერმატიტი (Seborrheic dermatitis)

რა არის სებორეული დერმატიტი?

სებორეული დერმატიტი - ეს არის კანის ქრონიკული, პაპულოსქვქმოზური, ანთებითი დაავადება.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადების ეტიოლოგიაში განიხილება სოკო Pityrosporum. ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება ნერვული სტრესი და დაძაბულობა, გასტროინტესტინალური პრობლემები, დიეტის უხეში დარღვევა.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• ახალშობილებში დაავადება გამოვლინდება თავის თმიან არეში მოყვითალო, ერთმანეთზე მიწებებული სქელი ქერცლების სახით.
• მოზრდილებში გამოხატულია ცხიმიანი მოყვითალო შეფერილობის ქერცლით დაფარული კერები.
• დამახასიათებელი ლოკალიზაციაა: სახის ცენტრალური ნაწილი, წარბები, ცხვირ- ტუჩის ნაოჭი, გულმკერდის მიდამო, მკერდის ძვლის საპროექციო არე.
• შესაძლოა ახლდეს ქავილი.
• ხშირია სებორეული ბლეფარიტი.

არის თუ არა გადამდები დაავადება?

არ არის გადამდები დაავადება.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადებას აქვს ქრონიკული ხასიათი, თუმცა სწორად შერჩეული მკურნალობით მიიღწევა ხანგრძლივი რემისია.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

    • გამაღიზიანებელი ფაქტორების თავიდან აცილება.
    • თუთიის შემცველი საშუალებები.
    • ინდიფერენტული ტოპიკური კრემები.
    • იშვიათად ადგილობრივი და ზოგადი ანტიმიკოზური მკურნალობა.


სებორეული დერმატიტი სებორეული დერმატიტი სებორეული დერმატიტი