ნეიროდერმიტი (Lichen simplex chronicus)
რა არის შემოფარგლული ნეიროდერმიტი?
შემოფარგლული ნეიროდერმიტი - ეს არის კანის ქრონიკული, ლოკალიზებული ეგზემატოზური ანთება.
რა იწვევს დაავადებას?
დაავადების პათოგენეზში დიდ როლს ასრულებს ალერგიული და ნერვული ფაქტორები.
როგორ გამოვლინდება დაავადება?
• დაავადება გამოვლინდება იისფერი ან მოწითალო შეფერილობის, მკვეთრად შემოფარგლული აქერცვლადი კერების სახით.
• დამახასიათებელი ლოკალიზაციაა მაჯები, კოჭები, ანოგენიტალური არე და კისრის უკანა ზედაპირი, ასევე ქუთუთოები და ყურის უკანა არეები.
• მწვავე პერიოდში გამონაყარი შეშუპებულია და აღინიშნება მცირე ზომის ბუშტუკები. დამახასიათებელია ექსუდაცია.
• დაავადება ხშირად მწვავდება ნერვული სტრესის ფონზე.
• ხშირია გამონაყარის მეორადი ინფიცირება.
არის თუ არა გადამდები დაავადება?
არ არის გადამდები დაავადება.
განკურნებადია თუ არა დაავადება?
დაავადებას აქვს ქრონიკული ხასიათი, თუმცა სწორად შერჩეული მკურნალობით მიიღწევა ხანგრძლივი რემისია.
როგორია მკურნალობის მეთოდები?
• ნერვული ფაქტორებისა და სტრესის კორექცია.
• ტოპიკური სტეროიდები.
• ინტრაკეროვანი ინექციები სტეროიდებით.
• ანტიჰისტამინური საშუალებები.
• მეორადი ინფიცირების პრევენცია.