დემოდეკოზი (Demodicosis)

რა არის დემოდეკოზი?

დემოდეკოზი– ეს არის კანის პარაზიტული დაავადება, რომელსაც ახასიათებს სხვადასხვაგვარი კლინიკური გამოვლინება.

რა იწვევს დაავადებას?

დემოდეკოზის გამომწვევია ტკიპა Demodex folliculorum, რომელიც შეუიარაღებელი თვალით უხილავია, მისი სიგრძე 0,3–0,4 მმ–ია, მისი ვიზუალიზაცია შესაძლებელია ელექტრონული მიკროსკოპის გამოყენებით, ანატომიური აღწერილობით აქვს 8 ფეხი და გადაადგილდება 8მმ/სთ სიჩქარით. ტკიპა ცხოვრობს თმის ფოლიკულებში. განსაკუთრებულ პირობებში (ფიზიკური და ფსიქოლოგიური სტრესი, იმუნოსუპრესია, დიეტის უხეში დარღვევა, კოსმეტიკური საშუალებების არასწორი გამოყენება), ტკიპა აქტიურდება და გარდაიქმნება პათოგენად.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

ტკიპის გააქტიურება კლინიკურად ვლინდება სხვადასხვა სახით, კერძოდ;
• გაძლიერებული კერატინიზაციის გამო კანზე ფოლიკულარული საცობების არსებობა.
აკნე როზაცეა– გამოხატულია სიწითლით, ასიმეტრიული პაპულო– პუსტულური ან გრანულომატოზური გამონაყარით სახეზე ქავილთან ერთად.
• პერიორალური დერმატიტი–პირის ირგვლივ წვრილკვანძოვანი გამონაყარი.
• ბლეფარიტი– გამოხატული თვალების სიწითლით, ჰიპერემიით, ქუთუთოების შეშუპებით, მხედველობის გაუარესებით, ქავილით და მძიმე შემთხვევებში წამწამების ცვენით (მადაროზი).

გადამდებია თუ არა დაავადება?

დაავადება გადამდებია და გადაედება საერთო სარგებლობის პირადი ნივთებით და ინფიცირებულ არესთან უშუალო შეხებით.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადება განკურნებადია.

როგორ ხდება დაავაადების მკურნალობა?

    • ანტიპარაზიტული საშუალებები.
    • ჰიგიენური ნორმების დაცვა.
    • კოსმეტიკური საშუალებების ადექვატური გამოყენება.


დემოდეკოზი დემოდეკოზი


კანის ინფექციური და პარაზიტული დაავადებები