კანის ტუბერკულოზი (Cutaneous tuberculosis)

რა არის კანის ტუბერკულოზი?

კანის ტუბერკულოზი – ეს არის კანის ინფექციური ბუნების დაავადება.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადების გამომწვევია ტუბერკულოზის მიკობაქტერია (Mycobacterium tuberculosis), რომელიც ასევე წარმოადგენს ფილტვის ტუბერკულოზის გამომწვევს. მიკობაქტერიის შეჭრა ხდება დაზიანებული კანის გზით.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• დაავადების ინკუბაციური პერიოდი 2–4 კვირაა.
• დაავადების წყაროს წარმოადგენს ტუბერკულოზური შანკრი, რომელიც წარმოადგენს წყლულს.
• განასხვავებენ დაავადების რამდენიმე ფორმას, რაც დამოკიდებულია მასპინძელი ორგანიზმის იმუნურ პასუხსა და გამომწვევის ვირულენტობაზე.
• ვულგარული ფორმა, რომელიც წარმოადგენს კანის ტუბერკულოზის პროგრესირებად ფორმას, ახასიათებს მკვეთრად შემოსაზღვრული, მოწითალო ფერის კვანძები, შეხებით ჟელესებრი კონსისტენციით.( სასაგნე მინით ზეწოლისას დადებითია „ვაშლის ჟელეს“ ფენომენი).
• ვერუკოზული ფორმა, რომელიც გამოვლინდება მოწითალო– მოყავისფრო ფერის მეჭეჭოვანი ზედაპირის მქონე წარმონაქმნებით .დამახასიათებელი ლოკალიზაციაა: მუხლები, იდაყვები, დუნდულები. ახასიათებს მკურნალობის გარეშე გაქრობაც.
• სკროფულოდერმა, რომელიც ხშირად ასოცირებულია ფილტვის ტუბერკულოზთან, ახასიათებს გრანულაციური ფსკერის მქონე წყლულების არსებობა, რომელიც უმტკივნეულოა.
• მილიარული ფორმა, გავრცელებულია იმუნოკომპრომენტირებულ პირებში, ხასიათდება მოწითალო ფერის ლაქების გაჩენით, რომელთაგანაც მოგვიანებით ვითარდება წყლულები.

არის თუ არა გადამდები დაავადება?

დაავადება გადამდები არ არის.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადება გადამდებია დაზიანებული კანის გზით.

როგორ ხდება დაავაადების მკურნალობა?

    • ანტიტუბერკულოზური თერაპია.
    • ანტიბიოტიკოთერაპია.
    • ერთეული კერების ქირურგიული ექსციზია.


კანის ტუბერკულოზი კანის ტუბერკულოზი


კანის ინფექციური და პარაზიტული დაავადებები