მარტივი პიტირიაზი (Pityriasis alba)

რა არის მარტივი პიტირიაზი?

მარტივი პიტირიაზი- ეს არის ასიმპტომური, ალერგიული ბუნების დაავადება.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადება ხშირად ასოცირებულია ატოპიურ დერმატიტთან. პათოგენეზში დიდ როლს ასრულებს ალერგიული რეაქციები.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• დაავადება ასიმპტომურია.
• გავრცელებულია ბავშვებში.
• გამოვლინდება მომრგვალო ან ოვალური ფორმის თეთრი ლაქების სახით, რომელსაც აქვს აქერცლილი ზედაპირი.
• გამონაყარი უფრო შესამჩნევია ზაფხულის პერიოდში.
• ხშირი ლოკალიზაციაა სახე და კიდურები.

არის თუ არა გადამდები დაავადება?

არ არის გადამდები დაავადება.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადება განკურნებადია.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

    • კანის დამატენიანებელი საშუალებების ინტენსიური გამოყენება.
    • შესაძლებელია მსუბუქი სტეროიდული საშუალებების გამოყენება.


მარტივი პიტირიაზი მარტივი პიტირიაზი მარტივი პიტირიაზი