კვანძოვანი პრურიგო (Prurigo nodularis)

რა არის კვანძოვანი პრურიგო?

კვანძოვანი პრურიგო - ეს არის იდიოპათიური ბუნების, კვანძოვანი ან ნოდულარული დერმატოზი.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადების ეტიოლოგია უცნობია. ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება ფსიქოგენური ფაქტორები, ანამნეზში ატოპია და შაქრიანი დიაბეტი.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• გამონაყარის ლოკალიზაცია ნებისმიერია.
• გამონაყარი წარმოდგენილია პალპაციით მკვრივი, კანის ზედაპირიდან წამოწეული პაპულებით და ნოდულებით, რომელთა ზედაპირი შესაძლოა დაფარული იყოს სისხლიანი ქერქით.
• დამახასიათებელია ანთებისშემდგომი ჰიპო- ან ჰიპერპიგმენტაციები კანზე.

არის თუ არა გადამდები დაავადება?

არ არის გადამდები დაავადება.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადება განკურნებადია.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

    • ძლიერმოქმედი ადგილობრივი სტეროიდული საშუალებები (უმჯობესია ოკლუზიური ნახვევის ქვეშ).
    • სხივური თერაპია.
    • კრიოთერაპია.
    • ქცევის კორექცია.


სებორეული დერმატიტი სებორეული დერმატიტი სებორეული დერმატიტი