სვიტის სინდრომი
Sweets syndrome

რა არის სვიტის სინდრომი?

სვიტის სინდრომი - ეს არის კანისა და ლორწოვანი გარსების მწვავე, ანთებითი ხასიათის გამონაყარი, თანმხლებ სისტემურ სიმპტომებთან ერთად.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადების ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება სტრეპტოკოკული ინფექცია, აუტოიმუნური დაავადებები, ლეიკემია. ხშირია ორსულობის პერიოდში.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• დაავადება გამოვლინდება მოზრდილთა ასაკში.
• დამახასიათებელი ლოკალიზაციაა თავი, კისერი, კიდურები და თითები. თუმცა შესაძლოა ჰქონდეს გენერალიზებული ხასიათი.
• გამონაყარი სხეულზე ჩნდება უცებ, ბიძგისებურად. გამოვლინდება მუქი მოწითალო ელფერის ერითემატოზული ლაქების, კვანძების და ფსევდოვეზიკულების სახით.
• ხშირად ვლინდება სისტემური ნიშნები, როგორიცაა ცხელება, ართრალგია და ართრიტი, კონიუნქტივიტი, ირიდოციკლიტი და ორალური წყლულები.
• სისხლის საერთო ანალიზში საყურადღებოა მკვეთრი ლეიკოციტოზი და მაღალი ედს-ი.

არის თუ არა გადამდები დაავადება?

სვიტის სინდრომი არ არის გადამდები დაავადება.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

სვიტის სინდრომი განკურნებადი დაავადებაა.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

    • სისტემური სტეროიდები.
    • საჭიროების შემთხვევაში ანტიბიოტიკოთერაპია.
    • მკურნალობის ალტერნატიული საშუალებები: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, დაფსონი, ციკლოსპორინი.


სვიტის სინდრომი სვიტის სინდრომი სვიტის სინდრომი