შამბერგის დაავადება
Schamberg disease
რა არის შამბერგის დაავადება?
შამბერგის დაავადება - ეს არის პროგრესირებადი პიგმენტური პურპურა, რომელიც წარმოადგენს კაპილარების ლიმფოციტარულ ანთებას.
რა იწვევს დაავადებას?
დაავადება წარმოადგენს უჯრედებით განპირობებულ ჰიპერსენსიტიურ რეაქციას.
როგორ გამოვლინდება დაავადება?
• დაავადება ვითარდება მოზრდილთა ასაკში.
• გამონაყარი იწყება ქვემო კიდურების დისტალური ნაწილებიდან და ვრცელდება პროქსიმალურად.
• გამონაყარი შესაძლოა იყოს ასიმეტრიული.
• გამონაყარი წარმოდგენილია მოწითალო ელფერის პეტექიებით, მოგვიანებით გამონაყარი ხდება იისფერი, მოყავისფრო ჩანართებით ჰემოსიდერინის ჩალაგების გამო.
• შესაძლოა გამონაყარს ახლდეს აქერცვლა , შეშუპება და ქავილი.
• არ ზიანდება შინაგანი ორგანოები.
არის თუ არა გადამდები დაავადება?
შამბერგის დაავადება არ არის გადამდები დაავადება.
განკურნებადია თუ არა დაავადება?
შამბერგის დაავადება განკურნებადი დაავადებაა.
როგორია მკურნალობის მეთოდები?
• ძლიერმოქმედი ტოპიკური სტეროიდები.
• სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება.
• მოსვენებითი რეჟიმი.