ვიტილიგო
Vitiligo

რა არის ვიტილიგო?

ვიტილიგო - ეს არის კანის ქრონიკული დაავადება, რომელიც გამოვლინდება კანზე დეპიგმენტური კერების არსებობით.

რა იწვევს დაავადებას?

ვიტილიგოს ეტიოლოგია უცნობია, პათოგენეზში დიდ როლს ასრულებს აუტოიმუნური პროცესები და მელანოციტების დესტრუქცია. გარკვეულ როლს თამაშობს დაავადების მიმართ გენეტიკური განწყობა, ემოციური სტრესი, მზის ჭარბი ინსოლაცია და სხვა.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

კლინიკური სურათის გამოვლინების მიხედვით განარჩევენ დაავადების A და B ფორმას:
    • A ფორმის დროს გამონაყარი წარმოდგენილია სიმეტრიული, დეპიგმენტური, მკვეთრად შემოსაზღვრული ლაქების სახით, რომელსაც არ ახლავს აქერცვლა. ამ ფორმის დროს გამონაყარის საზღვრები შესაძლოა წარმოდგენილი იყოს მოვარდისფრო ელფერის ანთებადი ქობით. დამახასიათებელი ლოკალიზაციაა თვალები, ნესტოები, მტევნების დორზალური ზედაპირები, ნაოჭების არეები და გენიტალიუმის მიდამო. A ტიპის ვიტილიგო ხშირად შეუღლებულია აუტოიმუნურ თირეოიდიტთან და ბუდობრივ ალოპეციასთან.
    • B ტიპის ვიტილიგო გამოვლინდება ასიმეტრიული, სეგმენტური ჰიპოპიგმენტური ლაქების სახით, რომელსაც არ ახლავს აქერცვლა. ხშირია ბავშვთა ასაკში.

გადამდებია თუ არა დაავადება?

ვიტილიგო გადამდები არ არის.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადებას აქვს ქრონიკული ხასიათი, თუმცა ადექვატური მკურნალობა ამცირებს დაავადების გავრცელებისა და ახალი კერების წარმოქმნის რისკს, ხშირია მკურნალობის პერიოდში ვიტილიგოს კერებში პიგმენტაციის აღდგენა.

როგორ ხდება დაავაადების მკურნალობა?

    • ტოპიკური სტეროიდები.
    • დაცვა მზის გამოსხივებისაგან.
    • იმუნოთერაპია.
    • ფოტოთერაპია.


ვიტილიგოს მკურნალობა ვიტილიგო ვიტილიგო ვიტილიგო


კანის პიგმენტაციის დარღვევები