მწვავე ურტიკარია - ჭინჭრის ციება (Acute urticaria)
რა არის მწვავე ურტიკარია?
მწვავე ურტიკარია - ეს არის ალერგიული ბუნების დაავადება, რომელიც გრძელდება არა უმეტეს 6 კვირისა.
რა იწვევს დაავადებას?
დაავადებას აქვს ალერგიული ბუნება და გამოწვეულია ალერგენთან კონტაქტის დროს გამოთავისუფლებული ჰისტამინის გადასვლით სისხლში. ალერგენებად გვევლინება მედიკამენტები, საკვები, მწერის ნაკბენი და სხვა.
როგორ გამოვლინდება დაავადება?
• დაავადება გამოვლინდება შეშუპებული, მოწითალო ელფერის ლაქოვანი გამონაყარის სახით, რომელიც შესაძლოა გარშემორტყმული იყის მოვარდისფრო ან თეთრი არშიით.
• ლოკალიზაცია ნებისმიერია, ხშირად აქვს გენერალიზებული ხასიათი.
• გამოხატულია მყარი წითელი დერმოგრაფიზმი.
• ახასიათებს ძლიერი ქავილი.
• გამონაყარი უკვალოდ ქრება რამდენიმე საათში.
მწვავე ურტიკარია არის თუ არა გადამდები დაავადება?
მწვავე ურტიკარია არ არის გადამდები დაავადება.
განკურნებადია თუ არა დაავადება?
მწვავე ურტიკარია განკურნებადი დაავადებაა.
როგორია მკურნალობის მეთოდები?
• გამაღიზიანებელი ფაქტორების თავიდან აცილება.
• ანტიჰისტამინური პრეპარატები.
• გრილი შხაპი.
• ხშირ შემთხვევაში სისტემური სტეროიდები.