რგოლისებური გრანულომა (Granuloma annulare)

რა არის რგოლისებური გრანულომა?

რგოლისებური გრანულომა – ეს არის ნელა პროგრესირებადი, თვითგანკრნებადი, გრანულომატოზური ტიპის კანის დაავადება.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადების გამომწვევი მიზეზი ცნობილი არ არის, თუმცა ხშირია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პირებში.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• დაავადება გამოვლინდება კანის ფერის ან მოვარდისფრო ელფერის გამონაყარით.
• გამონაყარი წარმოდგენილია მრგვალი ფორმის, კანის ზედაპირიდან წამოწეული პერიფერიის მქონე კერების სახით, რომლის ცენტრალური ნაწილი ჩაწეულია კანის ზედაპირიდან.
• ხშირად აქვს იზოლირებული ფორმა, იშვიათად გენერალიზებული გამონაყარი.
• დამახასიათებელი ლოკალიზაციაა კიდურები, განსაკუთრებით დისტალური ნაწილები.
• გამონაყარი ჩვეულებრივ ასიმპტომურია, თუმცა შეხებისას შესაძლოა იწვევდეს ტკივილს.

არის თუ არა გადამდები დაავადება?

დაავადება გადამდები არ არის.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადება განკურნებადია.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

    • ადგილობრივი სტეროიდული საშუალებები.
    • მძიმე შემთხვევებში ორალური დაფსონი და ტრეტინოინი.


რგოლისებური გრანულომა გრანულომა


შინაგანი დაავადებების გამოვლინება კანზე