თანდაყოლილი იქთიოზი (Ichthyosis)

რა არის თანდაყოლილი იქთიოზი?

თანდაყოლილი იქთიოზი – ეს არის დაავადება, რომელიც გამოწვეულია კანის გარქოვანების პროცესის დარღვევით.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადების გამომნწვევი ფაქტორები მიეკუთვნებიან გენეტიკურ ფაქტორებს, კერძოდ დაავადების სხვადასხვა სახე შესაძლოა იყოს ატოსომურ– დომინანტური, X –შეჭიდული, ლამელარული, აუტოსომურ–რეცესიული.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• განასხვავებენ დაავადების რამდენიმე ფორმას: ვულგარული, X -შეჭიდული, ლამელარული, ჰიპერკერატოზული.
• ვულგარული ფორმის დროს გამონაყარი ლოკალიზებულია ზურგის, კიდურების გამშლელ ზედაპირებზე და ხელისა და ფეხის გულებზე.კანი გაუხეშებულია და მოგვაგონებს თევზის ქერცლებს.დაავადების გამოვლინება ხდება ბავშვობის პერიოდში.
• X-შეჭიდული ფორმის დროს დაავადების გამოვლინება ხდება დაბადებისთანავე.გამონაყარი ლოკალიზებული არაა ხელისა და ფეხის გულებზე.
• ლამელარულ ფორმას ახასიათებს ე.წ. კოლოიდური ნაყოფის არსებობა.ქერცლები შედარებით დიდი ზომისაა, გამოხატულია ექტროპიონიც.
• ჰიპერკერატოზული ფორმის დროს გამოხატულია მეჭეჭოვანი ზედაპირის მქონე ქერცლები. დაავადების გამოვლენა ხდება დაბადებისთანავე.

არის თუ არა გადამდები დაავადება?

დაავადება გადამდები არ არის.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადებას აქვს ქრონიკული ხასიათი.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

    • მუდმივად კანის დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება.
    • ორალური რეტინოიდები.


იგთიოზი იგთიოზი


კანის გარქოვანების დარღვევები