ფოთლისებური პემფიგუსი (Pemphigus foliaceus)

რა არის ფოთლისებური პემფიგუსი?

ფოთლისებური პემფიგუსი – ეს არის კანის აუტოიმუნური ბუნების დაავადება, რომლის დროსაც პათოლოგიური პროცესი მიმდინარეობს უფრო ზედაპირულად, ვიდრე ჩვეულებრივი პემფიგუსის დროს.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადება არის აუტოიმუნური ბუნების. ბუშტების წარმოქმნა ხდება ეპიდერმისსი, რაც გამოწვეულია უჯრედებს შორის კავშირის გაწყვეტით.(„აკანტოლიზური უჯრედები“)

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• გამონაყარის ლოკალიზაცია სებორეული დერმატიტის მსგავსია: სახე, თავის თმიანი არე, გულმკერდისა და ზურგის ზემო მესამედი.
• კანზე წარმოქმნილი ბუშტების ზედაპირი ძალიან თხელია, რის გამოც ინტაქტური ბუშტების ნახვა რთულია,ძირითადად გამოხატულია თხელი ქერქები და ეროზიები.
• ხშირად შეუღლებულია სხვა აუტოიმუნურ დაავადებებთან.
• გამონაყარს ახასიათებს ტკივილისა და წვის შეგრძნება.
• მზის სხივების მოქმედება აუარესებს დაავადების მიმდინარეობას.

არის თუ არა გადამდები დაავადება?

დაავადება გადამდები არ არის.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადება განკურნებადია.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

    • ადგილობრივად სტეროიდული საშუალებები.
    • რთულ შემთხვევებში სისტემური სტეროიდები.
    • მეორადი ინფიცირების პრევენცია.


ფოთლისებური პემფიგუსი ფოთლისებური პემფიგუსი