პლაზმოთერაპია

პლაზმოთერაპია


რა არის პლაზმოთერაპია?

პლაზმოთერაპია არის ინექციური პროცედურა, რომლის დროსაც ხდება საკუთარი სისხლიდან თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის გამოყოფა და დაზიანებულ კერაში ინექცია. ნივთიერება ასევე მოიცავს შედედების ფაქტორებს, ზრდის ფაქტორებს, ქემოკინებს, ციტოკინებს და პლაზის პროტეინებს,რომლებიც უზრუნველყოფენ:

• ანთების შემცირებას
• ქსოვილის რეგენერაციას
• ახალი კაპილარის ფორმირებას
• ეპითელიზაციას

პლაზმოთერაპიის ჩვენებები:

დერმატო-კოსმეტოლოგიაში გამოიყენება კანის სხვადასხვა დაზიანებების დროს:
      • აკნე და პოსტაკნე
      • სებორეა
      • ნაწიბური
      • სტრიები
      • დაბერების ნიშნები
      • თვალის ირგვლივი მუქი წრეები
      • კანის არაერთგვაროვანი რელიეფი
      • ზედაპირული ნაოჭები
      • სხვადასხვა ზონის მოცულობის დაკარგვა
      • თმის ცვენა, თხელი თმის ღერი და თმის ნელი ზრდა

პლაზმოთერაპია

გაახალგაზრდავების მიზნით, პლაზმოლიფტინგის ჩატარება შესაძლებელია სახის, ყელის, დეკოლტისა და ხელის არეზე, რაც იწვევს კანის კვებას, რეჰიდრატაციასა და ზედაპირული ნაოჭების გასწორებას.

პროცედურული მექანიზმი.

პროცედურა მოიცავს 3 საფეხურს:
1. პერიფერიული ვენიდან სისხლის აღებას- დაახლოებით 5 მლ.
2. ცენტრიფუგირება

პლაზმოთერაპია

3. დაზიანებულ კერაში ნივთიერების ინექციას.

პლაზმოლიფტინგი

ცინტრიფუგირების შემდეგ სინჯარაში ერითროციტები, ლეიკოციტები და თრომბოციტები სიმკვრივის მიხედვით ილექებიან. ვლინდება 3 შრე: ქვედა შრეში ერითროციტები, შუა შრეში _ ლეიკოციტები, ხოლო ზედაპირულ შრეში _ თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა და თრომბოციტებით ღარიბი პლაზმა.

პლაზმოლიფტინგი

თრომბოციტები სისხლის შემადედებელი სისტემის კომპონენტებია. ჭრილობის დროს, სისხლძარღვის დაზიანებისას თრომბოციტები აქტიურდებიან და წარმოქმნიან კოლტს მათი დეგრანულაციის შედეგად.

პლაზმოთერაპიის უკუჩვენებები:

პლაზმოთერაპია იმუნოლოგიურად ნეიტრალური, არაალერგიული პროცედრაა.

პროცედურის ჩატარება უკუნაჩვენებია:
      1. კრიტიკული თრომბოციტოპენიის დროს
      2. ჰიპოფიბრინოგენემიის დროს
      3. ჰემოდინამიკური არასტაბილურობის (კოლაფსის) დროს
      4. სეფსისის დროს
      5. მწვავე და ქრონიკული ინფექციის (აივ) დროს
      6. ღვიძლის ქრონიკული დაავადების (ჰეპატიტები) დროს
      7. ანტიკოაგულაციური თერაპიის მიმდინარეობის დროს (ვარფარინი, დაბიგატრანი, ჰეპარინი...)
      8. კანის სიმსივნის დროს, ინექცია კონკრეტულ არეში

პროცედურის ხანგრძლივობა და ეფექტი:

პროცედურის ხანგრძლივობა საშუალოდ 45 წუთია. საბოლოო ეფექტი მიიღება დაახლოებით 2 კვირაში და შასანარჩუნებლად საჭიროა 3-ზე მეტი პროცედურა

ავტორი: ანამარია კლდიაშვილი