კანის დიაგნოსტიკა
კანის ნებისმიერი დაავადების დიაგნოსტიკა შესაძლებელია თანამედროვე ციფრული დერმატოსკოპის გამოყენებით.
დერმატოსკოპი გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის ციფრული გამოსახულებით, მონაცემების პროგრამული დამუშავების სიზუსტით, გამოყენების მრავალმხრივობით, რაც განაპირობებს მის ფართო გამოყენებას ყოველდღიურ დერმატოლოგიურ პრაქტიკაში.
აპარატი იძლევა მთლიანი სხეულის კარტირების საშუალებას სპეციალური პროგრამის გამოყენებით (Total body mapping). ამ დროს შესაძლებელია კანის მთლიანი საფარველის გადაღება სხვადასხვა პოზიციაში ციფრული ხარისხით, რაც საგრძნობლად აადვილებს პაციენტის კანის მდგომარეობის ცვლილებების დაფიქსირებას, მარტივად შესაძლებელია მოხდეს კანის ნებისმიერი დაავადების მონიტორინგი.



დერმატოსკოპი იძლევა კანის ახალწარმონაქმნების დაფიქსირებისა და ძველი წარმონაქმნების ნებისმიერი ცვლილების აღმოჩენის საშუალებას.
წარმონაქმნები კანზე, რამდენად საშიშიშია ისინი
კანის ავთვისებიანი წარმონაქმნებია: